in ,

ლიდსმა შესაძლოა კვარაცხელიაში მეტი გადაიხადოს, ვიდრე თავის დროზე რიო ფერდინანდში

ქათული ფეხბურთის ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ აჟიოტაჟი ისევ არ ცხრება და ალბათ ასეც იქნება სანამ ჩვენიანი ახალ გუნდში არ დაბინავდება. ამჯერად, მის შესახებ ბრიტანელები წერენ. Hitc მტკიცებით, “ლიდს იუნაიტედი” მზადაა ხვიჩას სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გადაიხადოს. აქვე გეტყვით, რომ “რუბინი” მის 30 მილიონზე ნაკლებად გაყიდვას არ გეგმავს.

კვარაცხელია 30 მილიონი ღირს: რუბინმა ქართველის ფასი დაასახელა

“ყაზანის “რუბინის” მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დღეისთვის ძალზე პოპულარია და მისი შეძენა “ლიდს იუნაიტედს” სურს. ცნობილია, რომ ვიქტორ ორტა, უკვე შეხვდა კვარაცხელიას წარმომადგენელს. დაწყებულია სავარაუდო ტრანსფერზე მუშაობა. კვარაცხელია ქართველია და მისთვის ბრიტანული სამუშაო ვიზის მიცემა რთული იქნება, თუმცა “ლიდსი” ამისთვისაც მზადაა. ამ ფეხბურთელით “იუვენტუსი”, “მილანი”, “გლადბახი”, “ბაიერნი” და სხვა გრანდები არიან დაინტერესებული.

ეს ნიშნავს, რომ “ლიდს” დიდი კონკურენცია მოუწევს. კვარაცხელიაში “რუბინი” 30 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ბრიტანეთში 26 მილიონი ფუნტის ტოლფასია. ასე რომ, კვარაცხელია უფრო ძვირი გამოდის, ვიდრე “ლიდსმა” თავის დროზე რიო ფერდინანდში გადაიხადა”, – წერს გამოცემა.

კვარაცხელია ბაიერნის სამიზნეა, თუმცა ქართველი გლადბახმა ახლოს გაიცნო

დღეისათვის “ლიდს იუნაიტედის” ყველაზე ძვირი შენაძენი ესპანელი ცენტრფორვარდი როდრიგოა, რომელშიც ბიელსას კლუბმა აგვისტოში €30 მილიონი გადაიხადა. ამით მან რიო ფერდინანდის 20-წლიანი რეკორდი მოხსნა – 2000 წელს “ლიდსმა” ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველის სანაცვლოდ “ვესტ ჰემს” €26 მილიონი გადაუხადა. მაშინ რიო პირველად გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი (მეორედ 2002 წელს გახდა, როცა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა და ლილიან ტურამის (2001 წ) რეკორდი მოხსნა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მზად ვართ! ჩელსი vs რეალი – პროგნოზი, სტატისტიკა, კომენტარები

ქართული ჰიმნი რუსეთში: ჩხვიმიანი გრან სლემის ჩემპიონია