in ,

ლაშა ტალახაძე:დადგა ეს ნანატრი წუთები-მადლობა გულშემატკივრობისთვის

მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქრო, ჯამში კი მეშვიდე მედალი მოუტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა და თავისივე რეკორდებიც გააუმჯობესა.

ტოკიოში მოპოვებული ოქროს შემდეგ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტალახაძემ კომენტარი გააკეთეს და გულშემარტკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს.

: “ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, რომ ოლიმპიური ოქროს მედალი შევინარჩუნე. ამდენი ხანი მოუთმენლად ველოდი ოლიმპიურ თამაშებს და აი, დადგა ეს ნანატრი წუთები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქომაგს და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირე წვლილი მაინც მიუძღვის.”-თქვა ჩვენმა გოლიათმა

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0