ლაშა პარუნაშვილი “საბურთალოს” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბი ავრცელებს.
“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი, ფეხბურთელი ლაშა პარუნაშვილი, რომელიც ბოლოს დანიის “ესბირგის” ღირსებას იცავდა, ამიერიდან “საბურთალოს” მაისურას მოირგებს – კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე შედგა. პარუნაშვილი თბილისური კლუბის ვარჯიშზე პირველად ხვალ გამოცხადდება.
ამპლუით ნახევარმცველი 2016 წლიდან დანიური კლუბის ღირსებას იცავდა, იყო 19 და 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი. 29 წლის ნახევარმცველი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი.
კარიერის განმავლობაში ლაშას 269 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და საერთო ჯამში მინდორზე 20.035 წუთი აქვს გატარებული.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
გურამ გოშთელიანის, ბექა ქურდაძისა და გიორგი ჯინჯოლავას შემდეგ პარუნაშვილი მეოთხე საბურთალოელია, რომელიც თავის ყოფილ კლუბს დაუბრუნდა.
წყარო: fcsaburtalo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings