in ,

ლაზარე კუპატაძით პოლონური ექსტრაკლასას გუნდი ინტერესდება

საქართველოს ნაკრების და ჩვენი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ბათუმის “დინამოს” მეკარე ლაზარე კუპატაძე შესაძლოა პოლონურ კლუბში აღმოჩდნეს. პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 26 წლის ქართველი მეკარის შეძენით ვარშავის “ლეგია” არის დაინტერესებული.

პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით “ლეგიას” ვეტერანი მეკარის არტურ ბორუცის, რომელიც კარიერას ასრულებს, შემცვლელი სჭირდებათ. წყარო წერს იმასაც, რომ პოლონური გუნდის ხელმძღვანელები აქტიურ კონტაქტზე არიან ბათუმის “დინამოს” სპორტულ დირექტორ ვლადიმერ დავლიშვილთან, რომელსაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უთამაშია “ლეგიას” შემადგენლობაში.

დვალიშვილის გარდა, “ლეგიას” მაისურით ვაკო გვილიასა და ვალერი ყაზაიშვილს აქვთ ნათამაშები.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო:ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლი ლოკომოტივის კარში

9 გოლიანი შოუ ბათუმში: დილა კრიზისშია -ეროვნული ლიგა