in

კრისტოფ გალტიე: ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

ბრაზილიელს მეორე სუნთქვა გაეხსნა. 30 წლის ნეიმარს ახალ სეზონში უკვე 10 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს, თან, მხოლოდ 9 მატჩში.

ასეთ ფეერიულ პერფორმანსს კი უკვალოდ არ ჩაუვლია, “პსჟ”-ს მესაჭემ, კრისტოფ გალტიემ ნეიმარის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი დამოკიდებულება ვარჯიშებზე საოცარია. გალტიეს თქმით ნეოს პროფესიონალიზმში ისედაც დარწმუნებული იყო, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა.

ჰო, საინტერესოა, მბაპეს დამოკიდებულება საკითხისადმი, რადგან 23 წლის შემტევი და სპორტული დირექტორი ნეიმარის წასვლას აქტიურად ლობირებდა, მაგრამ ბრაზილიელი გუნდშია და, უბრალოდ დაფრინავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იკერ კასილიასმა ტოპ 5 მეკარე დაასახელა: ალისონი სიაში არაა

მოგება შეგვიძლია: ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე რეინჯერსის დასამარცხებლად ემზადება