გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბარსელონას“ ესტუმრა და… 1:7 წააგო.
კომენტარიც ზედმეტია.
ცხადია ქართველი მეკარესთვის ძალიან რთული საღამო გამოვიდა. მესამე გოლის დროს ჩვენიანი შეცდა, გამოსვლისას. სხვა შემთხვევაში დიდად მისი ბრალი არ ყოფილა.
მამარდაშვილის შეფასებები ბუნებრივია უჩვეულოდ დაბალია: Flashscore – 4.9; Sofascore – 5.6; Whoscored – 4.8.
ბარსელონა – ვალენსია 7:1
გოლები: 1:0 დე იონგი (3), 2:0 ფერან ტორესი (8), 3:0 რაფინია (14), 4:0 ფერან ტორესი (24), 5:0 ლოპესი (45+4), 5:1 დურო (59), 6:1 ლევანდოვსკი (66), 7:1 ტარეგა (75, საკ. კარში)


„ვალენსია“ 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 2 თებერვალს „სელტას“ უმასპინძლებს.
ამასთან, „ვალენსია” „ბარსას” 7 თებერვალს, თასის მეოთხედფინალში „მესტალიაზე” ეთამაშება…
GIPHY App Key not set. Please check settings