in

კლოპს ქსენოფობიაში ადანაშაულებენ

“ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” მატჩი საფეხბურთო მოედნის ფარგლებს გვარიანად გასცდა.

“სიტის” ავტობუსი დააზიანეს, მანჩესტერელებმა ჰილსბოროსა და ეიზელის ტრაგედიაზე ბინძური ჩენთები წაიღიღინეს, კლოპი გააძევეს, გუარდიოლას საგნები დაუშინეს, სალაჰმა ზღაპრული გოლი გაიტანა და ა.შ.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იურგენ კლოპს წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ედავებიან, რომ “სიტის” ფინანსური მასშტაბების საუბრისას მან ქსენოფობიური განცხადება გააკეთა.

სინამდვილეში, კოლპმა ასეთი რამ თქვა: ” სიტის ფინანსურად ვერ ვეკონკურენტებით”.

ამას კი ასეთი სარჩული მიეკერა, რომ კლოპი არაბებს ფულის ტომრებად აღიქვამს და მის ასოციაციაში არაბი შეიხი, ნავთობის საბადოა. აი, სადამდე მიდის გონებადახშული ადამიანის თვალსაწიერი.

“თქვენ, ჟურნალისტები ხშიტად უტრირებთ და სხვადასხვაგვარად აფასებთ ნათქვამს. მსოფლიო დიდია და ყველას აქვს თავისი აზრი, ეს მე არ მეხება. ხანდახან ხდება, რომ ცუდ რამეს ვიტყვი, შემდეგ ვფიქრობ და ბოდიშს ვიხდი, ეს არ უნდა მეთქვა მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ ვფიქრობ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

GOAL.COM-მა ოქროს ბურთის ახალი სია გამოაქვეყნა – კვარაცხელია მე-15 საფეხურზეა!

გატუზომ მამარდაშვილი შეაქო!