in

კიტე დაბრუნდა, კვეკვე ფორმაშია: რატომ ითამაშა ხოჭოლავამ – ლეგიონერები

ნიკა კვეკვესკირი მშვენიერ ფორმაშია. მან ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი და პოზნანის „ლეხს“ კონკურენტის, ლოძის „ვიძევის“ სტუმრად დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.
კვეკვესკირი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა. გიორგი წიტაიშვილი კი ისევ არ ყოფილა განაცხადში.
პოზნანენელბმა ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრეს, საგოლე პასი კი კვეკვესკირმა გააკეთა.
„ლეხი“ 43 ქულით მე-3 ადგილზეა.

ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და „ტიროლთან“ გასვლითი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც „შტურმმა“ 2:0 მოიგო.
ჩვენიანი განაცხადში იყო და 77-ე წუთზე შევიდა მოედანზე.
კიტეიშვილი 10 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია.
„შტურმი“ 48 ქულით მე-2 ადგილზეა.

სლოვაკეთში ქართული სამეულის „სლოვანი“ გასვლაზე „პოდბრეზოვას“ შეხვდა და საჩემპიონო ჯგუფში პირველი მატჩი მოიგო – 2:1. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი განაცხადში არ ყოფილა.

„შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა გიორგი გოჩოლეიშვილი „რუხთან” მატჩში (2:0). ქართველი მეორე ტაიმში გაიყვანეს.

ქართული სამეულის (გიორგი ქვილითაია, ბუბა დაუშვილი, ლაშა დვალი) „აპოელი“ კვიპროსის პირველ დივიზიონში ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, „პაფოსს“ დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა – 0:0.
ძირთად შემადგენლობაში იყვნენ მურთაზ დაუშვილი (46-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ქვილითაია (გააფრთხილეს), ხოლო ლაშა დვალი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრეუ“ მეორე ბუნდესლიგის ლიდერ „ჰაიდენჰაიმთან“ გასვლით შეხვედრაში 2:5 დამარცხდა და წაუგებელი თამაშების სერია შეწყვიტა.
ბუდუ მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.
„კარლსრუე“ 34 ქულით კვლავ მე-8 ადგილზეა.

დავით ხოჭოლავამ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, „კოპენჰაგენის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა.
23-ე ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო „ვიბორგს“.
ქართველი მცველი ამ თამაშის შემდეგ ოპერაციის გასაკეთებლად მიფრინავს ბარსელონაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის 7 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი და სან ანტონიოს საოცარი გამარჯვება

რა მიიღო ხვიჩამ