in

კიტემ პასი გააკეთა, ბუდუს არ ჩაუთვალეს, ჩაკვე გადაიდო – ლეგიონერები

ავსტრიაში, კვლავ კარგად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა. მისმა „შტურმმა“ გასვლაზე „ტიროლი“ დაამარცხა – 3:0. კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მის ანგარიშზე საგოლე პასია. შეფასებები: sofascore – 7.4, flashscore – 7.0.

მეორე ბუნდესლიგაში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად დამარცხდა  „კაიზერსლაუტერნთან“ – 1:3. ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო სამართლიანად არ ჩაითვალა. ბუდუს შეფასებებია: Flashscore – 6.0; Sofascore – 6.2; Whoscored – 6.2.

ბოსნიაში, „პოსუშიესა“ და „სარაევოს“ მატჩი 0:0 დასრულდა. გიორგი გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ასევე შეუცვლელად ითამაშა ირანში გიორგი გველესიანი, რომლის „პერსეპოლისმა“ 1:0 აჯობა „ნასაჯის“.

ლა ლიგა 2-ში, გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ შინ „რასინგს“ გაუსწორდა – 3:0. წიტაიშვილი 81-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე გააფრთხილეს და 6.3 დაუწერეს.

სერია B-ში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ სტუმრად მოუგო „კოზენცას“ 1:0. კვერნაძემ სრული მეორე ტაიმი ითამაშა და 6.7 მიიღო.

სლოვაკეთში, „სლოვანი“ სტუმრად დამარცხდა „ჟილინასთან“ 1:2. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. შეფასება 6.5-ია.

ჩემპიონშიფში, „კარდიფისა“ და გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდის“ შეხვედრა გადაიდო. მოსალოდნელი ქარიშხალის გამო, უელსის საფეხბურთო ასოციაციამ ქვეყნის მასშტაბით შეხვედრები გადადო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ წააგო, მამარდას დაბალი შეფასებები აქვს, მაგრამ ტრავმას გადაურჩა

შენგელიამ ვირტუსს მილანში ულიდერა და მოაგებინა