ავსტრიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ერთმანეთს ლიდერები შეხვდნენ. პირველ ადგილზე მყოფმა „ზალცბურგმა“ მეორეადგილოსან „შტურმს“ უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა და ეს ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა.
მასპინძლები პირველ ტაიმში დააწინაურდნენ, საპასუხო გოლი კი მე-80 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა – ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა და ახლო მანძილიდან ეფექტური თავურით გაათანაბრა ანგარიში. ეს მისი მე-4 გოლია 14 მატჩში (3 ასისტი).
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა: Flashscore – 8.1; Sofascore – 7.6.
ზალცბურგი – შტურმი 1:1
გოლები: 1:0 რატკოვი (15), 1:1 კიტეიშვილი (80)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
„შტურმს“ 38 ქულა აქვს, ისევ მე-2 ადგილზეა და კვლავ 2 ქულით ჩამორჩება „ზალცბურგს“. მომდევნო ტურში „შტურმი“ 18 თებერვალს „რაპიდს“ შეხვდება, თუმცა მანამდე ევროპა ლიგაზე 15 თებერვალს შინ ქართველების „სლოვანთან“ უწევს თამაში.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/02/20240209_red_bull_salzburg-sturm28-1024x683.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings