ავსტრიაში საუცხოო სეზონის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი ერთხელაც დააფასეს. ქართველი ფეხბურთელი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის – მოგეხსენებათ, ჩვენიანი 2023/24 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
“შტურმი” კი ავსტრიის ჩემპიონიც გახდა და თასიც აიღო, ამაში ბუნებრივია კიტეიშვილის უდიდესი წვლილია. სიმბოლურში ოთარის კიდევ 5 თანაგუნდელია.
კიტეიშვილმა სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/05/465.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings