in ,

კიტეიშვილი წელს ალბათ კლუბს გამოიცვლის

საფეხბურთო მენეჯერმა გუგა კაჭახიძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ოთარ კიტეიშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებისა და გრაცის “შტურმის” ნახევარმცველის კარიერას ტრავმამ ძალიან შეუშალა ხელი.

„ტრავმების გამო კიტეიშვილმა წელიწადი ვერ ითამაშა სრულყოფილად. ეს ძალიან მოქმედებს სატრანსფერო საკითხებზე და სპორტული კუთხითაც, ნორმალურად რომ იასპარეზოს. თუმცა, მაინც მგონია, რომ ეს ის წელი იქნება, როდესაც კიტეიშვილი გუნდს გამოიცვლის – შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“, უფრო – ზაფხულში. მთავარია, ჯანმრთელად იყოს“, – აღნიშნა ფეხბურთელის მენეჯერმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომ არა მამარდას სეივი… ვალენსიამ მოიგო: ჩვენი მეკარე ისევ მაგარი იყო

ევრობასკეტი 2025 გაირკვა: ისევ 4 ქვეყანა – უკრაინას პოლონეთი ჩაანაცვლებს, მთავარი ლატვია იქნება