კრიშტიანო რონალდოს არ სურს ლეო მესის ჩამორჩეს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის რბოლაში.
The Athletic-ის ინფორმაციით, არგენტინელის გასწრება „მანჩესტერის“ ფორვარდისთვის მთავარი მოტივაციაა ახალი კლუბის ძიებისას.
რონალდოს სურს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს და შეეცადოს პსჟ-ს შემტევს ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლებით გაასწროს. ამჟამად პორტუგალიელის მეტოქეს 3 გოლით მეტი აქვს გატანილი (76 / 73).
ცხადია კრიშტიანოს ისიც სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი საერთო რაოდენობის გოლებითაც შეინარჩუნოს უპირატესობა: რონალდოს 140 გოლი აქვს გატანილი, მესის – 125.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
სხვა ფაქტორები, რაც რონალდოს წასვლისკენ უბიძგებს, გახლავთ ტროფეების მოპოვების სურვილი და ოჯახური გარემოებები.
GIPHY App Key not set. Please check settings