ხვიჩას კიდევ ერთი აღიარება: უეფამ ქართველი ფეხბურთელი აწგასრულებული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელა.
უეფამ სეზონი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციებთან ერთად ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო კვარაცხელიას არგუნა.
„ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია“, – წერია უეფას გვერდზე და ისიც დამატებულია, რომ ჩვენიანს კვარდონა შეარქვეს დიადი დიეგოს გამო.
ასევე მოყვანილია ლუჩანო სპალეტის სიტყვები, რომელიც კვარას აქებს და ამბობს, რომ ის მომაკვდინებელი, სუპერფეხბურთელი დადგება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ხვიჩამ ლიგაზე 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა შეეძლო გოლების მონაგარი გაეზარდა – „აინტრახტთან“ და „მილანთან“ ორი პენალტი ვერ გაიტანა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/06/352403121_714335457368106_8176665043086347415_n-1024x1024.jpg)
კვარას სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე:
თამაში: 9
გოლი: 2
ასისტი: 4
პასების სიზუსტე: 74.23%
დაფარული დისტანცია: 76.32 კმ
ყველაზე დიდი აჩქარება: 33.6 კმ/სთ
GIPHY App Key not set. Please check settings