in ,

კვარაცხელია სპალეტისთან უფრო გაიზრდება და ნაპოლისაც წარმატებებს მოუტანს: დანიელე ადანი

21 წლის ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ მედიასთან კომენტარი ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ გააკეთა.

ადანიმ “ნაპოლის” წლევანდელ სეზონსა და გუნდის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

“მიმაჩნია, რომ ის წლევანდელი იმადგაცრუება, რაც “ნაპოლის” ჰქონდა, არ აკნინებს იმ დიდ სამუშაოს, რაც ბოლო წლებში ამ გუნდში მიმდინარეობს. ლუჩიანო სპალეტი უნდა დარჩეს. მართალია, გუნდი ასე ახლოს იყო სკუდეტოსთან და დიდი ოცნების ასრულების შანსი დაკარგა, მაგრამ ეს მეტყველებს იმაზე, რომ “ნაპოლი” ჩემპიონობოსთან ახლოსაა.

ხვიჩა კვარაცხელია პატარა ქართველი ბიჭია, რომელსაც შეუძლია ამ გუნდს დაეხმაროს. მარცხნიდან მას შეტევების საოცრად გამწვავება შეუძლია, მაგრამ მარჯვნივ და ცენტრშიც კარგად უთამაშია. თუ სპალეტი გუნდში დარჩება, “ნაპოლიც” და კვარაცხელიაც უფრო გაუმჯობესდება”, – თქვა ადანიმ.

დანიელე ადანი სხვადასხვა დროს: “მოდენაში”, “ლაციოში”, “ბრეშაში”, “ფიორენტინაში”, “ინტერში”, “ასკოლსა” და “სამარტინესეში” თამაშობდა. ახლა კი, იტალიური “ვიჩენცას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

As.com: გაშვებული გოლები მამარდაშვილის ბრალი არ ყოფილა

ევროპისათვის: მიხეილ მესხის რეკონსტრუქცია დაიწყო