მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში “ნაპოლიმ” “აიაქსი” 6:1 გაანადგურა.
ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლითა და ასისტით გამოიჩინა.
შეხვედრის მიმდინარეობისას “კვარას” დუშან ტადიჩმა უხეშად დააბიჯა, რის შემდეგაც ქართველს ფეხზე ძლიერი ტკივილი აწუხებდა… გაიტანა გოლი და სპალეტის შეცვლაც სთხოვა.
Geo Team-ის ცნობით, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს, დაზიანება არ აწუხებს და მომდევნო ტურში (9 ოქტომბერს, “კრემონეზესთან) სათამაშოდ მზად იქნება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings