in ,

კავკასიური დერბი ჩვენია: საქართველომ სომხეთი გაანადგურა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. საკუთარ მოედანზე რუსეთთან მტკივნეული მარცხის (0:4) შემდეგ, ჩვენმა გუნდმა სრული რეაბილიტაცია მოახდინა – 5:0.

მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის იდეალურად დაიწყო და საწყის წუთებშივე ელისანდროს დუბლით დავწინაურდით.

პირველ ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო მომენტები. საქართველოს ნაკრების შემტევებს სიზუსტე არ ყოფნიდათ. სომხებს ერთი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ზვიად კუპატაძე იყო დამაჯერებელი.

მეორე ნახევარიც ჯვაროსნების სრული უპირატესობით წარიმართა. ჯერ ელისანდრომ შეძლო ჰეთ-თრიქის შესრულება. მალევე კი, არჩილ სებისკვერაძემ აიღო სომეხთა კარი, რომელმაც მატჩის ბოლოს ერთიც მიამატა.

საბოლოოდ 5:0 და საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 4 ქულა მოუგროვდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 10 მარტს, ისევ სომხეთთან, ერევანში გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონორ მაკგრეგორმა თავისი ვისკის ბრენდი გაყიდა

პელემ მემკვიდრე დაასახელა: ის არც მესია, არც კრიშტიანო და არც ნეიმარი