in ,

იცვლებიან მწვრთნელები, დირექტორები, მაგრამ არ იცვლება შედეგი – რა სჭირდება დინამოს?

ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა, თბილისის “დინამომ”, რომან ფიფიას ხელმძღვანელობით, ბოლო 10 წელიწადში 17 მწვრთნელი გამოიცვალა. თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. გუნდმა ვერ მოახერხა ჩემპიონთა ან ევროპა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასვლა. რაც ყველაზე სამწუხაროა, გუნდი წლიდან წლამდე აუარესებს შედეგს. მაგალითად, 2011 წელს “დინამო” ევროპა ლიგის პლეი-ოფში იყო და მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა ათენის აეკ-თან. ბოლო წლებიდან გამომდინარე კი, ეს შედეგიც საოცნებო გაგვიხდა. ყველაფერი კი დააგვირგვინა ფარერების “კლაკსვიკთან” 1:6 სამარცხვინო მარცხმა. ეს უკვე ქართული ფეხბურთისთვისაც კი გაუგონარი სირცხვილია.

“დინამო” სხვა ქართულ კლუბებთან შედარებით კარგი ინფრასტრუქტურული და ფინანსური რესურსებით გამოირჩევა, რაც, ერთი შეხედვით, იმის გარანტია უნდა იყოს, რომ კლუბი კარგ შედეგს დადებს, მაგრამ რეალობა განსხვავებულია.

რაშია პრობლემა?! იქნებ გუნდის მენეჯმენტში?!

გასაგებია, რომ “დინამო”კერძო კლუბია და მას არ აქვს საზოგადოებასთან იმხელა პასუხისმგებლობა, რაც საჯარო სტრუქტურებს, მაგრამ “დინამო” ქართველი გულშემატკივრისთვის მეტია, ვიდრე რიგითი კერძო კლუბი და ბუნებრივია გულშემატკივარს აქვს აზრის გამოთქმის უფლება.
მაგალითად, ა.წ. სექტემბერში სტუდია “მონიტორმა” გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო საგამომძიებლო სიუჟეტი ქართულ ფეხბურთზე, რომლის თანახმად თბილისის “დინამო” ბოლო წლებია წაგებაზე მუშაობს და რომ არა სახელმწიფო დაფინანსება, მასაც ძალიან სერიოზული პრობლემები ექნებოდა. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა არის ის, რომ გუნდმა წელიწადში ფაქტობრივად ორ მწვრთნელს იცვლის ხოლმე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კლუბში არ არსებობს მომავლის ხედვა, გზა, რომელსაც “დინამო” უნდა გაჰყვეს…

ასეთ პირობებში კი, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ისე, ალბათ, გულშემატკივარს გაუჩნდება ეს შეკითხვა, როცა მენეჯმენტი 10 წლის განმალობაში 17 მწვრთნელს გამოიცვლის და შედეგი მაინც არ არის, ხომ არ მოვიდა დრო, რომ მან საკუთარ პასუხისმგებლობაზეც იფიქროს და მარტო მწვრთნელებს არ დააბრალოს ცუდი შედეგები, მით უმეტეს მაშინ, როცა მსგავს სიტუაციაში მწვრთნელის ბრალი შესაძლოა ყველაზე ნაკლები იყოს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვილიამ კორონავირუსი დაამარცხა და ვარჯიშს შეუდგა

არავის არაფერს დავუთმობთ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ: როგორ ითამაშებს საქართველო – ექსკლუზიური კომენტარები