იტალიურ მედიაში “ნაპოლის” შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო მაისურის ნომერი ვრცელდება. იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო ტვიტერზე გუშინ “დინამო არენაზე” მისული გულშემატკივრის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც გულშემატკივარს კვარაცხელიას “ნაპოლის” 23-ნომრიანი მაისური აცვია. იგი ვარაუდობს, რომ ხვიჩამ შესაძლოა ნეაპოლური გუნდის 23-ნომრიანი მაისური მოირგოს.
შეგახსენებთ, აურელიო დი ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხოლიას “ნაპოლიში” ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ხვიჩა ნეაპოლურ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings