ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის ოთხი განმეორებითი მატჩი გაიმართა. შესაძლოა ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა და პირველ რიგში ეს ცხადია ორი იტალიური გუნდის გავარდნას ეხება. თუმცა „ბაიერნიც“ სულ ბოლო წამს გადაურჩა დამატებიტ დროს.
მილანი – ფეიენოორდი 1:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: 1:0 ხიმენესი (1), 1:1 კარანსა (73)
გაძევება: ერნანდესი (51, მილანი), რიდი (90+7, ფეიენოორდი)
“ფეიენოორდი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 დფინალში პირველად გავიდა 1999/00 სეზონის შემდეგ.
1995 წლის (ფინალი “აიაქსთან”) შემდეგ პირველად მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე “მილანი” ნიდერლანდების წარმომადგენელთან დამარცხდა.
“ფეიენოორდის” სასტარტო შემადგენლობა “მილანთან” მატჩში, ისტორიულად ყველაზე ახალგაზრდა იყო მთავარი ევროტურნირის მასშტაბით – საშუალო ასაკი 23 წელი და 258 დღე.
სანტიაგო ხიმენესი მეორე მოთამაშეა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთსა და იმავე ტურნირში ორი გუნდის (“ფეიენოორდი”, “მილანი”) მაისურით ითამაშა და ორივეს გაუტანა გოლი. პირველად ეს 1973/74 წლების სეზონში კონი ტორსტენსონმა (“ბაიერნისთვის” და “ბაიერნის” წინააღმდეგ) მოახერხა.
ხულიან კარანსა გახდა მესამე არგენტინელი ხულიო კრუსისა (6) და მარიანო ბომბარდას (1) შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგაში “ფეიენოორდისთვის” გაიტანა. ნიდერლანდების გარეთ არცერთი ქვეყანას არ ჰყავს ჩემპიონთა ლიგაში იმდენი გოლის ავტორი, რამდენიც არგენტინას.

ბაიერნი – სელტიკი 1:1 (პირველი მატჩი 2:1)
გოლები: 0:1 კიუნი (63), 1:1 დევისი (90+4)
“სელტიკის” შემტევი ნიკოლას კიუნი გახდა პირველი გერმანელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი 3 გოლი გერმანულ გუნდებს გაუტანა. მანამდე, ასეთი რამ მხოლოდ ლოთარ მათეუსსა (1980/81, უეფა-ს თასი) და ვოლფგანგ ფუნკელს (1985/86, თასების მფლობელთა თასი) ჰქონდათ გაკეთებული.

ბენფიკა – მონაკო 3:3 (პირველი მატჩი 1:0)
გოლები: 1:0 აკტიურკოღლუ (22), 1:1 მინამინო (32), 1:2 ბენ სეგირი (51), 2:2 პავლიდისი (76, პენ), 2:3 ილინიკენა (81), 3:3 კეკჩიუ (84)
ვანგელის პავლიდისი მონაწილეობდა 10-დან 9 (7+2) გოლში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, რითაც გადააჭარბა ჟოაო მარიოს 8-გოლიან მაჩვენებელს (2022/23) წელს და გახდა “ბენფიკას” ის მოთამაშე, რომელსაც ერთ სეზონში ევროტურნირის ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ატალანტა – ბრიუგე 1:3 (პირველი მატჩი 1:2)
გოლები: 0:1 ტალბი (3), 0:2 ტალბი (27), 0:3 ჟუდჟლა (45+3), 1:3 ლუკმანი (46)
გაძევება: ტოლოი (87, ატალანტა)
ბელგიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად დაამარცხა იტალიური გუნდი პლეი-ოფის ეტაპზე, ხოლო მთლიანად მთავარი ევროტურნირის მასშტაბით, ასეთი რამ ბოლოს 1981/82 წლების სეზონის 1/8 ფინალში მოხდა, როცა “ანდერლეხტმა” დაამარცხა “იუვენტუსი”.
“ბრიუგეს” შემტევი ქემსდინ ტალბი (19 წლის, 285 დღის) გახდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში დუბლის მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა ავტორი – კილიან მბაპეს, ერლინგ ჰალანდისა და ნიკოლო ძანიოლოს შემდეგ.

GIPHY App Key not set. Please check settings