იტალიაში ფეხბურთელებს აუკრძალეს 88-ნომრიანი მაისურით თამაში.
ქვეყანაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიმართულია ანტისემიტიზმის აღმოფხვრისკენ.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ მსგავს ინიციატივას ფეხბურთის განვითარებაში „დიდ წვლილი შეაქვს“.
გადაწყვეტილება ითვალისწინებს გულშემატკივრების მხრიდან ისეთი სიმბოლოების გამოყენებას, რამაც შესაძლოა ფაშიზმი გაახსენოს. ფეხბურთელები ვერ შეძლებენ 88-ნომრიანი მაისურის ტარებას.
გულშემატკივრებს ეკრძალებათ საჯარო ღონისძიებებზე დისკრიმინაციული ფორმულირების გამოყენება.
ასევე წარადგენენ რეკომენდაციებს მატჩის ნაადრევად დასრულებაზე დისკრიმინაციის გამოვლენის შემთხვევაში.
თავის დროზე ჯიჯი ბუფონის სურდა 88 ნომრით თამაში და უარი ათქმევინეს ანტისემიტიზმის გამო. თუმცა მაგალითისთვის გასულ სეზონში სერია ა-ში 88-ე ნომრით თამაშობდნენ „ატალანტაში“ ხორვატი მარიო პაშალიჩი და „ლაციოში“ ტომა ბაშიჩი.
88 – ნაცისტური მისალმების Heil Hitler სიმბოლოდ მიიჩნევა, რადგან H მე-8 ასოა და მისალმების საწყისი ორი ასო სწორედ ორ რვიანს ემთხვევა.
GIPHY App Key not set. Please check settings