in ,

ის, რასაც დიდი ხანი ველოდით: ისტორიული და ტრიუმფალური წელი ქართული რაგბისთვის

წელი, რომელსაც დიდი ხანი ველოდით და გამარჯვება, რომლისკენაც თაობები მოდიოდნენ. ასე, შეგვიძლია მოვნათლოთ 2022, (ისტორიული წელი) ქართული რაგბისთვის. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქართული რაგბის ყველა თაობის, რომლებსაც მცირეოდენი წვლილი მიუძღვის ქართული რაგბის ისტორიაში, გამარჯვებაა.

ეტაპობრივად მივყვეთ და მიმოხილოთ ქართული რაგბის 2022 წელი.

უკვე, არც გვიკვირს და დიდად ამ ტურნირზე მოგებით არც განსაკუთრებული სიხარულის გახდა გვაქვს. “ბორჯღალოსნებმა” კიდევ ერთხელ მოიგეს “რაგბი ევროპის ჩემპიონატი”. მართალია, “დიდი სლემით” (ვერ ვძლიეთ ყველა მეტოქეს) ვერა, თუმცა შემდეგი მატჩები მაინც ძალიან დამაჯერებლად მოვიგეთ.

შემდეგ იყო ზაფხულის სერიები და დასანანი მარცხი არგენტინა XV-თან, მაგრამ ამ მატჩის მიმდინარეობისასაც იგრძნობოდა, რომ მთავარი ფიქრი იტალიასთან მატჩზე იყო. შემდეგ იყო 10 ივლისი, დღე, რომელსაც თაობებს მოვუყვებით და დღე, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში არასდროს მიეცემა. ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” საქართველომ იტალია 28:19 დაამარცხა და დაწერა ისტორია, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ ე.წ. TIER 1-ის გუნდს მოუგო. მატჩი ბენეფისად იქცა ქართული და მსოფლიო რაგბის ამომავალი ვარსკვლავის დავით ნინიაშვილისთვის, რომელმაც პირწმინდად დაჩაგრა, იტალიელთა ვინგერი და ასევე იმედისმომცემ, ახალგაზრდა მორაგბედ მიჩნეული ანჟე კაპუცო. ჯერ, ვასკა ლობჟანიძის ძალიან ჭკვიანური ფეხით შეცურება და 35 წლის ალექსანდრე თოდუას ლელო აკრობატულ ნახტომში. შემდეგ კი, ნინიაშვილის შოუ დაიწყო. საოცარი თამაში ჰაერში, ბრწყინვალე ხაზის გაჭრები და თედო აბჟანდაძის დუბლი. თედომ ჯარიმებიც კარგად ურტყა, დაცვაშიც ბრწყინვალე იყო. ასევე, აღსანიშნავია გელა აფრასიძის 55 მეტრიდან გატანილი ჯარიმა. იტალიის შემეგ, პორტუგალიასაც ვძლიეთ.

მოვიდა ნოემბრის ტესტები, სადაც ჯერ ურუგვაის მოვუგეთ და შემდეგ უაღრესად დრამატულ, მძიმე ბრძოლაში დავმარცხდით სამოასთან.

ამ თამაშის შემდეგ წასვლა უელსში, კარდიფში, სადაც მსოფლიო რაგბის მექად წოდებულ “პრინსიპალითი სთედიუმზე” (ყოფილი მილენიუმი) და მორიგი დიდი გამარჯვება. პირველი ტაიმის 3:12 წაგების შემდეგ, მეორე ტაიმში ისეთ მრისხანე გუნდს, როგორიც უელსია ქუალა არ გავაკეთებინეთ. თედოს ბრწყინვალე გადაკიდება და სანდრო თოდუას მორიგი ისტორიული ლელო. მატჩის მიწურულს კი, 21 წლის ლუკა მატკავამ, რომელიც “დრაკონების” წინააღმდეგ მხოლოდ თავის მეორე სანაკრებო მატჩს ატარებდა, ურთულესი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ბოლო წუთზე კი, ჩვენმა შერკინებამ გამოაჩინა “კლანჭები”-ალექსანდრე ქუნთელიამ, შალვა მამუკაშვილმა და ნიკა აბულაძემ უელსელთა პირველი ხაზი გადათალეს და მატჩიც მოვიგეთ. მატჩის საუკეთესო მორაგბედ “პრინსიპალითიზე” საქართველოს ნაკრების ჰავბეკი ვასილ ლობჟანიძე დასახელდა.

ლევან მაისაშვილის გუნდი ბევრი სარაგბო გამოცემის აზრით, მათ შორის, ისეთი ავტორიტეტული სარაგბო გამოცემების, როგორებიცაა-Rugbyrama, planetrugby 2022 წლის ყველაზე პროგრესირებად ნაკრებად მიიჩნია.

ეროვნული ნაკრების წარმატებას მოყვა “შავი ლომის” კიდევ ერთი ტრიუფალური გამოსვლა და ზედიზედ მეორედ მოგებული “რაგბი ევროპის სუპერთასი”. ასევე, აუცილებლად აღსანიშნავია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მიერ ძალიან დამაჯერებლად მოგებული 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატი.

ასევე, 2022 წელს გამოჩნდა ვარსკვლავი, რომელსაც კიდევ დიდი ხანი შეუძლია მსოფლიო რაგბის ცაზე კაშკაში. ეს დავით ნინიაშვილია, რომელმაც წელს ჩელენჯ თასი მოიგო, ტურნირის სიმბოლურ შემადგენლობაში მოხვდა და ნახევარფინალში სწორედ მისი დუბლით მოიგო “ლიონმა”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კევინ დურანტმა დანკანს გაუსწრო! გოგამ 4 ქულა ჩააგდო

მსოფლიო რაგბის ქართველი ვარსკვლავი-დავით ნინიაშვილის საოცარი სტატისტიკა გასულ სეზონში