in ,

ისტორია დაიწერა: ბრწყინვალე ქამბექი და პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

ისტორიული მატჩი და ისტორიული გამარჯვება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმზე პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა და პლეი-ოფისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 0:2-ს აგებდა, მაგრამ “ჯვაროსნებმა” შეძლეს თამაშის შემოტრიალება და ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს.

შეხვედრა ჩვენი გუნდის აშკარა უპირატესობით წარიმართა. განსაკუთრებით, სასტარტო ხუთეულის მოედანზე ყოფნისას აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელებს არაფერი გამოსდიოდათ. მიუხედავად ჩვენი ნაკრების უპირატესობისა გოლი აზერბაიჯანმა გაიტანა. არჩილ სებისკვარაძის შეცდომის შემდეგ, ვიველა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა.მალე, ვიველამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ბრწყინვალედ -0:2.

მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და მატჩის მე-11 წუთზე ელისანდრუმ ეფექტური თამაშით ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა დარტყმების მხრივ 17:5–ზე იყო, მაგრამ ხან აზერბაიჯანელთა მეკარე ქურდოვი იყო ბრწყინვალე, ხანაც იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს.

მეორე ტაიმში ავთანდილ ასათიანმა თამაში კარგად გადააწყო და მოთამაშეთა სწორი როტაცია მოახდინა. ჯერ არჩილ სებისკვერაძემ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. შემდეგ კი, თალესმა პენალტი იდეალურად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დღეს, ბრწყინვალე იყო ჩვენი გუნდის მეორე ნომერი შაგინია, რომელიც დაცვაში უშეცდემო იყო და ასევე საქართველოს ნაკრების უბერებელი მეკარე ზვიად კუპატაძე.

საბოლოოდ, 3:2 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ჩვენმა გუნდმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო.

ევროპიმომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 26 იანვარს ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიგა 1-ის ბომბარდირზე ტაციაობაა, ვლაოვიჩზეც – სატრანსფერო ამბები

რონინიო: საქართველო ჩემი მეორე სახლია-ბედნიერი ვარ, რომ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ