in

ინდიანას მწვრთნელი: გოგა ყოველდღიურად რაღაცას სწავლობს და უკეთესი ხდება

გოგა ბითაძემ NBA-ს მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი დაიწყო სასტარტო ხუთეულიდან. ქართველი ცენტრი “მინესოტასთან” მატჩში ტრავმირებულ მაილს ტერნერს ცვლიდა.

გოგამ იდეალური მატჩი ჩაატარა და ამერიკულ კარიერაში პირადი რეკორდიც დაამყარა.

ვიდეო: ბითაძის სასტარტო ხუთეული და სუპერმატჩი NBA-ში

აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მედიას კომენტარი “პეისერსის” მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ ბიორკგრენმა მისცა და მან გოგას შესახებაც გააკეთა კომენტარი.

“თამაშამდე გოგას ბევრი ვესაუბრე და ყურადღება შექმნილ სიტუაციაზე გავამახვილე. მოგეხსენებათ, ამ მატჩში მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი გვაკლდა.

მას ვუთხარი, მოედანზე როგორ უნდა გადაადგილებულიყო, რომ მოხსნებზე კარგად ემუშავა და სამწამიანი ზონა დაეცვა. გოგას კარლ-ენტონი ტაუნსის წინააღმდეგ თამაში მოუხდა და ეს დიდი გამოწვევა იყო.

დასაწყისში ჯარიმები აიღო და უფრთო ფრთხილად თამაში მოუწია, თუმცა, მისით ნამდვილად ვამაყობ. ბითაძე ამ შანსს ფაქტობრივად მთელი სეზონი ელოდა.

იყო მატჩები, როდესაც საერთოდ არ უთამაშია, შემდეგ 10 ან 14 წუთს იღებდა, ახლა კი, სასტარტო ხუთეულში მოხვდა. შემიძლია ვთქვა, რომ გოგა ყოველდღიურად რაღაცას სწავლობს და უკეთესი ხდება, რაც არა მხოლოდ მისთვის, არამედ სრულიად გუნდისთვისაც ძალიან კარგია”, – განაცხადა ნეიტ ბიორკგრენმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მესის თანაგუნდელებმა განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს

დამწვით და ფერფლი სტადიონზე მოაყარეთ