2021/22 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში გულშემატკივრების დასწრების რეკორდი დამყარდა.
როგორც Sporting Intelligence -ის ჟურნალისტი ნიკ ჰარისი წერს, პრემიერლიგის მატჩებზე საშუალოდ 39 989 მაყურებელი დადიოდა.
წინა რეკორდი 1948/49 წლების სეზონში დამყარდა. მაშინ ინგლისის ჩემპიონატის მატჩებს საშუალოდ 38 776 ადამიანი ესწრებოდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings