in

ინგლისის ჩემპიონი ლივერპული გახდება, საუკეთესო ფეხბურთელი სალაჰი

Opta-ს ცნობით, „ლივერპული“ პრემიერლიგის მოგების მთავარი ფავორიტია.
მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 11 ტურის შემდეგ ლიდერობენ და 28 ქულა აქვთ.

სუპერკომპიუტერმა 10 000 სიმულაცია ჩაატარა და არნე სლოტის გუნდის შანსები 60,3%-ით შეაფასა.

ამ პროგნოზის მიხედვით, ტურნირის მოგების შანსი მხოლოდ ოთხ კლუბს აქვს:

  1. ლივერპული – 60,3%;
  2. მანჩესტერ სიტი – 34,3%;
  3. არსენალი – 5%;
  4. ჩელსი – 0,3%.

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტთა სიაში მოჰამედ სალაჰი ლიდერობს.
„ლივერპულის“ გარემარბი Goal-ის სიის სათავეშია.
ჩემპიონატის ბოლოს პრიზის მოპოვების საუკეთესო შანსების მქონე ფეხბურთელების ათეულში მოხვდნენ:

  1. მოჰამედ სალაჰი, ლივერპული.
  2. კოულ პალმერი, ჩელსი.
  3. ერლინგ ჰოლანდი, მანჩესტერ სიტი.
  4. ბუკაიო საკა, არსენალი.
  5. რაიან გრავენბერხი, ლივერპული.
  6. ბრაიან მბემო, ბრენტფორდი.
  7. კრის ვუდი, ნოტინგემ ფორესტი.
  8. ლუის დიასი, ლივერპული.
  9. დენი უელბეკი, ბრაიტონი.
  10. კერტის ჯონსი, ლივერპული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: უკვე ყველანი აქ არიან – ხვიჩამ შვილი მონათლა

Exploring the Weight Loss Benefits of Rybelsus: What You Need to Know