in

იანისი წარსულია, მამუ მომავალი: მილუოკის ფანების გამოხმაურება დრაფტის შემდეგ

NBA-ის დრაფტზე სანდრო მამუკელაშვილის არჩევას “მილუოკის” ფანების უმრავლესობა პოზიტიურად გამოეხმაურა. მათი აზრით, 54-ე არჩევანის კვალობაზე ჩემპიონმა გუნდმა საუკეთესო ვარიანტი შეარჩია.
კიდევ უფრო შორს წავიდა, ბაქსის ერთ-ერთი ფანი ბანგო ბერნერი. მან “ტვიტერზე” გამოაქვეყნა სანდრო მამუკელაშვილისა და მილუოკის ლიდერის, იანის ანტეტოკუნმპოს ჰაილაითების მიქსი, სადაც – მამუკელაშვილის დაწყებულ კომბინაციას ბერძენი სუპერვარსკვლავი ასრულებს, ან პირიქით – წარწერით “იანისის საჭიროება აღარ არის, ის წარსულია, მამუ – მომავალი”. სოციალურ ქსელში ვიდეომ მოწონება დაიმსახურა, ის თავად სანდრომაც გადატვიტა.
თუმცა იყო, ერთი-ორი უკმაყოფილო გამოხმაურებაც. მილუოკის ფანი სტივი ვიდეოს ავტორს წერს: “ის დრაფტის 54-ე ნომერია, ნუ ხარ აღტყინებული. კი, კარგი ტალანტი ჩანს, მაგრამ ჯერ გამოსათლელია და ძალიან ბევრი სამუშაო ესაჭიროება, რომ გამოგვადგეს”. ამაზე ვიდეოს ავტორმა უპასუხა, რომ ეს იყო ხუმრობა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის 2021 წლის დრაფტზე მილუოკი ბაქსმა ინდიანასგან მიიღო 54-ე არჩევანის უფლება და ის ქართველი ფორვარდის არჩევაზე გამოიყენა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქაჯაიამ რუსი სემიონოვი დაამარცხა და ოლიმპიადის ნახევარფინალშია

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია და უძლიერეს კუბელს შეხვდება