თურქეთში ფეხბურთის ფედერაციაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
Fotomac იუწყება, რომ სტამბოლში მდებარე შტაბ-ბინა ხელმძღვანელობის თათბირის დროს დაცხრილეს. სამიზნე პრეზიდენტის სართული იყო, სადაც ტარდებოდა კიდეც შეხვედრა.
შენობას 5 ტყვია მოხვდა, ერთ-ერთმა თავთან ჩაუარა დირექტორთა საბჭოს წევრს, წარსულში ცნობილ ფეხბურთელ ჰამით ალტინტოპს.
თავდამსხმელებმა ადგილი ავტომანქანით დატოვეს. დაწყებულია სრულმასშტაბიანი გამოძიება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
„როგორც კი სროლა გავიგონეთ, ძირს დავწექით. ჩემ კოლეგებს ეგონათ, რომ დავიჭერი. იმედია დამნაშავეებს მალე მიაგნებენ“, – თქვა ალტინტოპმა.
GIPHY App Key not set. Please check settings