in

თორნიკე შენგელია ბოლონიაში 2 წლით დარჩება -Basketnews

დღეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია “ვირტუს ბოლონიას” შემადგენლობაში ევროთასის მოგებას შეეცდება. ბოლონიელები ფინალურ მატჩში თურქულ “ბურსასპორს” დაუპირიპირდებიან.

ფინალის წინ Basketnews ავრცელებს ინფოარმაციას, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი იტალიური გუნდის შემადგენლობაში კიდევ ორი წელი დარჩება.

“თორნიკე შენგელიამ და დენიელ ჰაკეტმა ბოლონიელებს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დიდი ძალა შესძინეს. გამოცდილება, ლიდერობისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები – ეს ის კომპონენტებია, რომლებიც ამ კალათბურთელებმა სერჯი სკარიოლოს გუნდს შემატეს.

თორნიკე კარგად შეეგუა ახალ ქალაქს, გუნდს და ჩვენი ინფორმაციით თოკო “ვირტუსში” კიდევ ორი წელი დარჩება”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელიათი “ბარსელონაც” და მადრიდის “რეალიც” არიან დაინტერესებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან მაისაშვილი: იტალიასთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

დარბაზი თითქმის დასრულებულია: სკამები დამონტაჟებულია, მიმდინარეობს ტაბლოების მონტაჟი