in

თორნიკე შენგელიას იტალიის ჩემპიონატის MVP-ის ტიტულის მოგების რეალური შანსი აქვს

თორნიკე შენგელიას რეალური შანსი აქვს, იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. ვირტუს ბოლონიას ქართველი ფორვარდი მოხვდა იმ 3 კალათბურთელს შორის, რომელთაგან 15 მაისს საუკეთესო დასახელდება.

იტალიური ლიგის ხელმძღვანელობამ დღეს იმ კალათბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც გამოკითხვაში მეოთხედან მეათე ადგილები გაინაწილეს. შედეგად, გაირკვა, რომ საუკეთესო სამეულში შენგელია, ვირტუსში მისი თანაგუნდელი მარკო ბელინელი და რაიონ ტაკერი (ვენეცია) მოხვდნენ.

გამოკითხვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ რიგში მასმედიის და საზოგადოების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისიის წევრები გამოკითხეს, შემდეგ კი სერია A-ს კლუბების კალათბურთელები და მწვრთნელები. იტალიური სეზონის MVP, რომელსაც ლეგენდარული იტალიელი კალათბურთელის დინო მენეგინის სახელობის თასი გადაეცემა, ხვალ, 15 მარტს გამოცხადდება.

შენგელიამ რეგულარულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 23.4 წუთი, 13.8 ქულა, 5.1 მოხსნა, 3.3 პასი.

შეგახსენებთ, რომ ვირტუს ბოლონიამ სერია A-ს მეოთხედფინალურ სერიაში უკვე 2 მატჩი მოუგო ტორტონას და ნახევარფინალში გასვლამდე ერთი გამარჯვება აშორებს. ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნული შეხვედრები გრიპის ვირუსის გამო გამოტოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ლა ლიგის საუკეთესო მეკარეა

შერმადინი ესპანეთის ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა