იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვა ჩატარდა და „ვირტუსს“ ფორვარდი, თორნიკე შენგელია რეგულარული სეზონის ბოლო, 30-ე ტურის სიმბოლურ გუნდში აირჩიეს.
„ვირტუსმა“ „ვარეზე“ 98:82 დაამარცხა. ჩვენიანმა 19 წუთი ითამაშა, 7 ქულა, 13 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. სიმბოლურ ნაკრებში თოკოს თანაგუნდელი მარკო ბელინელიც მოხვდა.
სეზონი „ვირტუსმა“ მე-2 ადგილზე დაასრულა (23 მოგება, 7 წაგება).
მეოთხედფინალში „ვირტუსის“ მეტოქე „ბრინდისია“. სერია 13 მაისს იწყება და სამ მოგებამდე გრძელდება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/05/FvnZFKPXgAYnAhc.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings