in ,

თბილისის დინამო რეალის აღზრდილ მეკარეს იმატებს

თბილისის “დინამოს” მალე ახალი მეკარე ეყოლება. როინ კვასხვაძის წასვლის შემდეგ, გუნდში ერთი გამოცდილი მეკარეა – ომარ მიგინეიშვილი, რომელიც 37 წლისაა. საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი მეკარეს ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის “დინამოში” ესპანელ ანდრეს პრიეტოს იწვევენ. 27 წლის ესპანელი მეკარე (193 სმ) მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილია. ყველაზე მეტი მატჩი “ესპანიოლ B”-ში აქვს ჩატარებული (სამ წელიწადში 80 შეხვედრა). გარდა ამისა ლა ლიგაშ, “მალაგას” რიგებში 4 მატჩი ითამაშა (2-იც თასზე), ხოლო “ესპანიოლში”, “ლეგანესსა” და ინგლისურ “ბირმინგემში” ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია. “ესპანიოლში” სულ 6 მატჩი აქვს ნათამაშები (3 თასზე და 3 სხვადასხვა შეხვედრები), ხოლო “ბირმინგემში” 2 მატჩი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა: კვარაცხელია მოულოდნელად დამარცხდა

2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო: ქართველების დიდებული გამოსვლა იუნიორთა ევროპის თასზე