in ,

თბილისის დინამოს მორიგი ტრანსფერები: თბილისელებმა ბელარუსი ფორვარდი და ახალგაზრდა მეკარე დაიმატეს

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმაკლუბმა თბილისის “დინამომ” კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. “დინამოელებმა” ეროვნულ ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღზევებულ “გაგრასთან” შეთანხმებას მიაღწია და მათი 22 წლის მეკარე დავით კერესელიძე დაიმატა.

კერესელიძემ ქართული ფეხბურთის ფლაგმანთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კერესილიძე “გაგრას” ღირსებას ბოლო სამი წლის განმავლობაში იცავდა და განვლილ სეზონში გუნდის წარმატებაში დიდი წვლილიც შეიტანა. მან 16 შეხვედრაში შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მეკარეც გახდა.

თბილისელები მალე კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებენ. “დინამო” ბელარუსული ბრესტის “დინამოს” 21 წლის თავდამსხმელის ალექსანდრ შესტიუკის დამატებას ცდილობს.

შესტიუკმა გასული სეზონი “დინამო ბრესტის” შემადგენლობაში გაატარა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

მოგეხსენებათ, თბილისის “დინამომ” იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას: ნიგერიელი გოდფრი სტეფან ბიტოკი უკრაინელი სტანისლავ ბილენკი და ბელარუსი დმიტრი ანტილევსკი დაიმატა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლობჟანიძის საგოლე პასი და ჰატაისპორი თურქეთის თასის მერვედფინალშია

თბილისში ვილეარეალის აკადემია იხსნება