in

თასი ქალბატონს: დააყენეთ ბუფონი კარში და ნუ არტყმევინებთ ჯარიმას რონალდოს – იუვენტუსის მე-14 ტროფეი

იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსმა“ 2:1 დაამარცხა „ატალანტა“ და ქვეყნის თასი ჩაიბარა.

ტურინულმა კლუბმა მე-14-ედ მოიგო ეროვნული თასი, რაც რეკორდია. მდევარ „რომას“ 9 თასი უდევს სახლში.

იუვენტუსი – ატალანტა 2:1
19 მაისი. ჩიტა-დელ-ტრიკოლორე
გოლები:
კულუშევსკი, 31. მალინოვსკი, 41. კიეზა, 73.

„იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოსთვის ეს მე-5 ტროფეია ტურინელთა შემადგენლობაში. მანამდე პორტუგალიელს ორ-ორჯერ მოუგია სერია ა და იტალიის სუპერთასი.

ამასთან რონალდო განაგრძობს ჯარიმების წარუმატებლად შესრულებას.
კრიშტიანომ ფინალშიც დაარტყა და კედელს მოარტყა. 36 წლის ვარსკვლავმა „იუვეში“ ყოფნისას 71-ჯერ სცადა ჯარიმიდან გატანა. 48-ჯერ – 76.6% – ბურტი ცოცხალ კედელს მოხვდა. ჯარიმიდან ერთადერთი გოლი რონალდომ 2020 წლის ივლისში „ტორინოს“ გაუტანა.

„იუვენტუსის“ მწვრთნელ ანდრეა პირლოსთვის ეს სამწვრთნელო კარიერაში მეორე ჯილდოა. 42 წლის პირლოს გუნდმა აქამდე „ნაპოლის“ აჯობა სუპერთასზე.
პირლოს, როგორც ფეხბურთელს, ორჯერ აქვს იტალიის თასი მოგებული, „მილანსა“ და „იუვენტუსში“.

ჯან პიერო გასპერინი („ატალანტას“ მწვრთნელი):
„იმედგაცრუებულები ვართ. ეს იყო თანაბარი თამაში, ორივე გუნდი კარგი იყო და მაღალ ტემპში თამაშობდა. არ გაგვიმართლა გადამწყვეტ მომენტებში, განსაკუთრებით პირველი გოლის და პენალტის დროს. ჩვენ მთელი ძალით ვცდილობდით.
მეორე ტაიმში უფრო რთული გახდა, ბევრი ტაქტიკური ბრძოლა იყო. ბევრი პრობლემა გვქონდა. კიეზამ კი შესანიშნავი გოლი გაიტანა“.

“იუვენტუსის“ გოლკიპერმა ჯიჯი ბუფონმა თასი სარეკორდოდ, მე-6-ედ მოიგო კარიერაში – ერთხელ „პარმასთან“ ერთად (1999 წ) და მერე 5-ჯერ „იუვეში“ – 2015, 2016, 2017, 2018, 2021. გამოდის, რომ 43 წლის ბუფონს თასი მოგებული აქვს სამ სხვადასხვა ათწლეულში.
სხვათა შორის, “იუვენტუსს” არასოდეს წაუგია ბუფონთან ერთად ამ სეზონში: 12 მოგება და 2 ფრე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება

რივერ პლეიტმა უმეკარეოდ და თადარიგის გარეშე ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო