ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი 27 წლის იაკობ ქაჯაია ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.
ფინალურ შეხვედრაში წყალტუბოელი ფალავანი 38 წლის ლეგენდარულ კუბელ მოჭიდავეს, 3-გზის ოლიმპიურ და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონს მიხაინ ნუნეს ლოპესს დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა.
პირველ პერიოდში ქაჯაია მრისხანე მეტოქეს მედგრად ედგა, მაგრამ მსაჯმა მას პასიურობისთვის შემჩნევა მისცა და ქაჯაია ჩოგჯენში ჩააყენა. პარტერში ლოპესმა შეძლო ქართველი მოჭიდავის 2 ქულიანზე დატრიალება და პერიოდიც დამაჯერებლად მოიგო.
მეორე პერიოდში ლოპესი ისევ უფრო აქტიური იყო, პლუს ამას ქაჯაია ხალიჩიდან გაიყვანა და კიდევ ორი ქულა მოიპოვა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
საბოლოოდ, ნუნეს ლოპესი ისტორიაში შევიდა და გახდა პირველი მოჭიდავე, რომელიც 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. იაკობ ქაჯაიამ კი, საქართველოს დელეგაციას მეოთხე ვერცხლის მედალი შემატა.
იაკობ ქაჯაიამ ფინალამდე ფინელი, რუსი და ჩილელი მეტოქეები დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings