in , ,

ახალ დეკადაში ახალი ტენდენციით: ქართველი ფეხბურთელები ნაღდ ევროპაში მიდიან

გახსოვთ, რა ხდებოდა 2000-იანებში? აღმოცენებულ ქართველ ტალანტთა უმრავლესობა ევროპაში მიდიოდა და ნომარლურ კარიერასაც იკეთებდა, თუმცა 2010 იანების დადგომასთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა. სრული დეკადა გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ტოპ ჩემპიონატში ბურთაობდა და ეს არასასიამოვნო ტენდენცია დასასრულისკენ წავიდა.

In inferno nulla est redemption – ჯოჯოხეთში ხსნა არ არსებობს. დიახ, კარგა ხნის განმავლობაში ქართველთა გზა ევროპის შედარებით დაბალი რანგის ჩემპიონატებზე გადიოდა და ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ უნგრეთის ბოლოადგილოსანი გუნდიც შვება იყო. გაიხსენეთ, ბუდუ, რომელიც ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და უნგრეთის უიმედო გუნდში განაგრძო კარიერა. ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი განაპირობებდა, დაწყებული ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატით და გაგრძელებული ნაკრების ძალიან ცუდი შედეგებით.

რა ხდება დღეს? გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია – ორი გარანტირებული წარმომადგენელი ტოპ 4 ჩემპიონატში, რომელთა კლუბებიც მაღალი მიზნებისათვის იბრძვიან. აქვე, მიქაუტაძე, რომელიც „მეცში“ გამოდის და ახალი სეზონი გოლს პლუს პასით გახსნა.

ლობჟანიძე, რომელიც თურქეთის ჩემპიონატში შესანიშნავად ასპარეზობს, ლოჩოშვილი, რომელიც მალე კარგ გუნდში გადაბარგდება და გუშინ არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ დავითაშვილი და აზაროვი გუნდს დატოვებენ.

მოარული ხმების თანახმად, ორივე ტალანტი სერია ა-ში გადაბარგდება და ამით ქართველ ტალანთა დიდ საფეხბურთო სცენაზე შებიჯების სასიამოვნო ტენდენცია გაგრძელდება. ფაქტია, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ქართველმა ტალანტებმა მაღალი დონის ჩემპიონატებში გაიკვალეს გზა. ახლა ჩავხედოთ ეროვნული ნაკრების კარგ შედეგებს და მივხვდებით, რომ რაღაცები სწორად კეთდება.

გარდა ხმაურიანი ტრანსფერებისა გვყავს ქოჩორაშვილი, რომელიც ნელ-ნელა „ლევანტეს“ ძირითადში იკიდებს ფეხს და ესეც მორიგი ქართველი ტოპ ჩემპიონატში.

ასეთი ტემპით, მალე, შესაძლოა, ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ტოპ ჩემპიონატის მოთამაშეებით დაკომპლექტდეს და ეს ფაქტორი როგორ გავლენას ჰპოვებს ჯვაროსნების შედეგებზე არ ვიცით, თუმცა წინაპირობა იდეალური იქნება.

ოდნავ მეტი შრომა და სპორტსმენთათვის არაევროკავშირელის სტატუსის გაუქმება ხომ საერთოდ საუკუნო საქმე იქნება, თუმცა ამ მხრივ წინსვლა არ არის და ევროპული გუნდები, მხოლოდ რჩეულ ტალანტებს იღებენ მხედველობაში, არადა რამდენი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, თუნდაც მეორე დივიზიონში ადგილის მოპოვება…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

It’s coming home… მანდილოსანი ინგლისელები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ანჩელოტი: გუნდში ბერმუდის სამკუთხედი მყავს