ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა და ამ გოლით „ბორდოს“ 3 ქულა მოუტანა.
„ბორდომ“ ლიგა 2-ის ლიდერ „ანჟერს“ ქართველის ერთადერთი გოლით მოუგო – 1:0.
ტრავმის შემდეგ დაბრუნებული დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.
ჩვენიანს პირველ ტაიმში შეეძლო გატანა, მაგრამ მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს. გოლი კი 70-ე წუთზე გავიდა. ლივოლანის ფლანგური პასით ზურიკომ მცველს დაასწრო და ბურთი ლამაზად ჩასვა კარში.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/01/Capture-9-1024x593.jpg)
მალევე, 72-ე წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, მცველი, ჟან მარსელინი გააძევეს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ზურიკომ სეზონში მეორე გოლი შეაგდო, პლუს 3 საგოლე პასი.
დავითაშვილის შეფასებებია: flashscore – 7.4, sofascore – 7.1.
ბორდო – ანჟე 1:0
გოლი: დავითაშვილი (70)
გაძევება: მარსელენი (72, ბორდო)
22 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 28 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე დაწინაურდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/01/Capture56-1024x544.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings