in ,

ზოიძე დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მთავარი სენსაციის ავტორი რამაზ ზოიძე (-67 კგ) ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 25 წლის ქართველი ფალავანი 3-გზის მსოფლიო ჩემპიონ გერმანელ ფრენკ შტებლერს დაუპირისპირდა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა.

პირველ პერიოდში მსაჯმა რამაზი დაადანაშაულა პასიურობაში და ქართველს შემჩნევა მისცა. რამაზმა ჩოგჯენში გერმანელის სამი შეტევა მოიგერია, მაგრამ გერმანელს დიდი ხანი აცალეს, როგორც წესი მსაჯები ჩოგჯენში ამდენს არ აცლიან ხოლმე, მაგრამ მსაჯებზე რაღა უნდა ვთქვათ უკვე. საბოლოოდ, შტაბლერმა მაინც შეძლო რამაზისთვის 4 ქულიანი ილეთის გაკეთება. რამაზი პირველ პერიოდშიც გააქტიურდა და მეტოქე ხალიჩიდან გაიყვანა, რის გამოც 1 ქულა დაიმსახურა.

მეორე პერიოდი რამაზის სრული უპირატესობით წარიმართა და უკვე გერმანელს მისცეს შემჩნევა. რამაზმა ჩოგჯენის უპირატესობა 2 ქულიანი გდების გაკეთებით გამოიყენა. დარჩენილ დროში, რამაზი მეტად ცდილობდა, გამოცდილი გერმანელი კი, ტაქტიკურად და სწორედ წარმართავდა ჭიდაობას და შეხვედრაც გამარჯვებამდე მიიყვანა.

რამაზ ზოიძემ ოლიმპიადაზე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი კუბელი ისმაელ ბორერო, დევნილთა და გუნდის წარმომადგენელი ალ ობაიდი დაამარცხა. შემდეგ კი, მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებებით ირანელ მოჰამედრეზა გერაისთან და გერმანელ შტაბლერთან დამარცხდა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0