in

ზოგი ეძებს, ზოგი უშვებს, ვიღაცეები ვერ თანხმდებიან – სატრანსფერო ამბები

ცივი ზამთრის ცხელი სატრანსფერო ჭორები არ ცხრება.
ევროპული მედიის ცნობით, მადრიდის “რეალის” მთავარი სამიზნე ერლინგ ჰაალანდია, რომლის ტრანსფერში მადრიდელებს კონკურენციას ,,მანჩესტერ სიტი” და კატალონიის “ბარსელონა” გაუწევენ. თუმცა თუ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა, “სამეფო კლუბი” ალტერნატიულ ვარიანტად “ფიორენტინას” სერბ თავდამსხმელს დუშან ვლაჰოვიჩს განიხილავს. რომლის ტრანსფერიის გასაჩარხად ბევრად მარტივი კონკურენტები ეყოლება ტურინის “იუვენტუსის” და ლონდონის “არსენალის” სახით.

აქტიურად იწერება, რომ ეგვიპტელი ფარაონი მოჰამედ სალაჰი და ,,ლივერპული” ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, რომლის მიხედვით ეგვიპტელს კვირაში 400 ათასი ფუნტის მიღება და კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გახდომა სურს.

ლონდონის “ჩელსის” დანიელი მცველის ანდრეას კრისტენსენის გადასაბირებლად “მილანი”, “ბაიერნი” და მადრიდის “ატლეტიკო” იბრძოლებენ. ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს
ეწურება და კლუბებს მისი გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსი შეეძლებათ. საინტერესოა, რომ ფეხბურთელი ინგლისური კლუბების წინადადებას არ განიხილავს “ჩელსის” პატივისცემის გამო.

“ჩელსი” ხორვატი თავდამსხმელით ივან პერიშიჩითაც დაინტერესდა, რაშიც მას ასევე ლონდონური კლუბები “არსენალი” და “ტოტენჰემი” გაუწევენ კონკურენციას

ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, “იუვენტუსი” და პაოლო დიბალა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ფეხბურთელს წლიურად 10 მილიონის მოღება სურს. მოვლენებს აქტიურად აკვირდება მილანის “ინტერი” და თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, არგენტინელთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას ეცდება.

“მირორის” თქმით, შესაძლოა დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი ინგლისში დაბრუნდეს. კონკრეტული კლუბი არ სახელდება, მაგრამ ფეხბურთელის აგენტი ამბობს, რომ ინგლისსში თამაში ფეხბურთელისთვის და მისი ოჯახისთვის შინ დაბრუნებას ჰგავს. ისიც დაიწერა, რომ ანტონიო კონტე არ არის წინააღმდეგი ერიქსენი “ტოტენჰემში” იხილოს.

„ბარსელონამ“ შესაძლოა კონტრაქტი შეუწყვიტოს დემბელეს, თუმცა ამას კლუბი მხოლოდ ფეხბურთელთან შეთანხმებით გააკეთებს. „ბარსას“ კიდევ ერთი მიზანი უმტიტის გასხვისებაა.

ბელგიური RMC Sport С წერს, რომ ედენ აზარს სურს „რეალის“ დატოვება.

ცოტაც მვრთნელებზე. პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითადი პრეტენდენტია ადამ ნავალკა. ცოტა ხნის წინ ისიც დაიწერა, რომ შესაძლოა პოლონეთი „ჯენოადან“ გაშვებულ ანდრეი შევჩენკოს ჩაებარებინა.

„ევერტონმა“, რომელმაც რაფა ბენიტესი გაუშვა, ახალი მწვრთნელების შორტ-ლისტი შეადგინა. Sky Sports-ის ცნობით, ესენი არიან: ფრენკ ლემპარდი, უეინ რუნი, გრემ პოტერი, რობერტო მარტინესი და რუდი გარსია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის დინამო ტრაბზონსპორმა შეიფარა

ვდუნდები: რონალდომ აუზის ფოტო გამოაჭენა