in ,

ზაჰა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც არ ჩაიმუხლა – როგორ ახსნა ეს გადაწყვეტილება

„კრისტალ პალასის“ ნახევარმცველი უილფრედ ზაჰა პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელიც მუხლზე არ დადგა ჩემპიონატის მატჩის წინ.

„ვესტ ბრომვიჩთან“ თამაშის დაწყებამდე ზაჰა არ ჩაიმუხლა, ფეხზე დადგა და ხელები ზურგს უკან წაიღო, სანამ სხვა ფეხბურთელები მუხლზე დადგნენ.

მანამდე ზაჰა ამ ჟესტის წინააღმდეგ გამოდიოდა და ამბობდა:
„რატომ უნდა დავდგე მუხლზე, რათა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ვართ? საერთოდ, რატომ უნდა ვატარო მაისური წარწერით Black Lives Matter, რათა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი სიცოცხლე მნიშვნელოვანია? ეს უბრალოდ დამამცირებელია!“

ზაჰამ საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა კიდეც.
მსაჯის ჩასტვენისთანავე ფეხბურთელმა განცხადება გაავრცელა თავისი მენეჯერების მეშვეობით:
„ჩემი გადაწყვეტილება ფეხზე დგომის (და არა ჩამუხვლის) შესახებ, უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილი იყო.
ახლა არ აქვს მნიშვნელობა ჩავიმუხლებით თუ არა, ზოგიერთი ჩვენგანი ისევ იღებს შეურაცხყოფას.
სრულ პატივისცემას გამოვხატავ პარტნიორებისა და სხვა კლუბების ყველა ფეხბურთელის მიმართ, რომლებიც განაგრძობენ მუხლზე დგომას.
მიმაჩნია, რომ უნდა წავახალისოთ სკოლებში უკეთესი განათლება. კომპანიებმა, რომლებიც სოციალურ ქსელებში მუშაობენ, უნდა მიიღონ გადამწყვეტი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ინტერნეტში სხვების შეურაცხყოფას განაგრძობენ, საუბარია არა მარტო ფეხბურთელებზე“, – განაცხადა ზაჰამ.

დღეს გავრცელდა პრემიერლიგის გენერალური დირექტორის რიჩარდ მასტერსის სიტყვები, რომ ლიგის კლუბები გააგრძელებენ მატჩის დაწყებამდე ცალ მუხლზე დგომას რასიზმთან ბრძოლის ნიშნად.
მისი თქმით, სეზონის ბოლომდე უფრო მეტი ანტირასისტული შეტყობინება გამოჩნდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა მითითება და რომ ეს პირადი არჩევანია.

“სეზონის ბოლოს ფეხბურთელებთან ერთად განვიხილავთ, რას გავაკეთებთ, რათა შემდგომშიც გამოვხატოთ ჩვენი აზრი დისკრიმინაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მასტერსმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ინტერნეტში ლივერპულის ახალი სეზონის ფორმა გამოჩნდა

მეოთხე ტიტული კარიერაში: ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ჩემპიონია