in ,

ვლადიმირ ვაისი: საქართველო ძალიან მიყვარს – ემოციური დღე იყო ჩემთვის

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის “დინამო” ბრატისლავას “სლოვანთან” ბოლო 5 წუთში 1:2 დამარცხდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა.

მატჩის დასრულების შემდეგ სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ძალიან ემოციური თამაში იყო. “დინამო” ნამდვილად არაა ცუდი გუნდი. საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ბურთითაც და უბურთოდაც კარგად გადაადგილდებიან, მაგრამ დღეს ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ და მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება. ზურიკო ძალიან დიდი მონაცემების ფეხბურთელია და მას შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში. “დინამო ბათუმს” წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს, ნებისმიერი წამი, წუთი მნიშვნელოვანია და ყოველთვის შეიძლება რაღაც მოხდეს.

ეს მატჩი ისეთივე მედგაცრუება იყო “დინამო ბათუმისთვის”, როგორიც ჩემთვის იყო საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი. რა თქმა უნდა, მე დღეს “სლოვანის” მწვრთნელი ვარ და ბედნიერი ვარ ჩემი გუნდის გამარჯვებით, მაგრამ რთული იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ თამაში, რომელთანაც 5 წლის განმავლობაში ვიმუშავე. აქ 5 წელი გავატარე, რაც ცოტა არ არის, ყველაფერი შესაძლებელია, მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ, საქართველო ჩემი მეორე სახლია და მიყვარხართ”, – თქვა ვაისმა, რომელმაც პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გია გეგუჩაძე: ცხოვრება გრძელდება – დღეს დასკვნების დრო არაა

დღეს კონფერენს ლიგის დროა: ქართულ გუნდებს რთული მისია აქვთ