in ,

ვის მოსწონს რეალის ფეხბურთი – XVII ტური

მადრიდის “რეალი” ესპანეთში აშკარად გამორჩეული გუნდია და დამაჯერებლად მიიწევს წინ. ერთ-ერთი მთავარი გამოცდა უპრობლემოდ ჩააბარა – კერკეტი თანაქალაქელი “ატლეტიკო” ულაპარაკოდ დაამარცხა. გოლები თითო ტაიმში ბენზემამ და ვინისიუსმა გაიტანეს და ამის გამო “რეალი” “ატლეტიკოს” ერთბაშად 13 ქულით დაუსხტლდა, აი “ბარსელონას” კი საერთოდ18 ქულით უსწრებს.

ბევრად კარგები არიან სევილიური გუნდები. “ბეტისმა” ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, მესამე ადგილზეა და 1 ულით ჩამორჩება თანაქალაქელ “სევილიას”. “სოსიედადმა” ზედიზედ სამჯერ წააგო და ოთხეულიდანაც გავარდა. მნიშვნელოვანი შეხვედრაა მომდევნო ტურში, “სევილია” “ატლეტიკოს” მიიღებს და თავისი ამბიციის დამტკიცებას შეეცდება. რაც შეეხება ჩემპიონს, სიმეონემ დროზე უნდა გამოაცოცხლოს გუნდი, თორემ მერე მართლა გვიანი იქნება.

ანჩელოტი: “მე მახსოვს, 2014 წელს ზედიზედ 22 მოგება გვქონდა, მაგრამ სეზონის მეორე ნაწილი წარუმატებელი გამოვიდა”.

სიმეონე: “ახლა დიდი სხვაობაა ჩვენსა და ლა ლიგის ლიდერს შორის. მომწონს “რეალის:” ფეხბურთი”.

ანჩელოტიმ პირველად მოუგო “ატლეტიკოს” ესპანეთის ჩემპიონატში – მე-5 მატჩში.

“რეალმა” ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო, ყველა ტურნირზე.

“რეალი” 4 მატჩია გოლს არ უშვებს.

2021 წელს ბენზემამ “რეალში” 36 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.

მიმდინარე ჩემპიონატზე ვინისიუსის ანგარიშზე 17 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მამარდაშვილის კონკურენტმა იესპერ სილესენმა ლა ლიგაში 50-ე მატჩი ითამაშა.

სილესენმა მეორე საგოლე პასი მიითვალა. ამ საუკუნეში 2 და მეტი ასისტი სულ 6 მეკარეს აქვს.

“სევილიას” 16 ტურში 34 ქულა აქვს და ეს ამ გუნდის ისტორიაში მეორე შედეგია. 2006/07 წლების სეზონში სევილიელებს 37 ქულა ჰქონდათ. იმ ჩემპიონატში გუნდი მე-3 ადგილზე გავიდა.

“ბეტისმა” ზედიზედ 4 მატჩი მოიგო ჩემპიონატში.

“ლევანტე” საშინლად მიდის. უკვე 25 მატჩია ამ გუნდს არ მოუგია – 11 ფრე და 14 წაგება.

“ბარსელონამ” სეზონში სულ 3-ჯერ არ გაუშვა გოლი, კიდევ ხუთ გუნდს აქვს ასეთი ცუდი შედეგი.

“ვილიარეალის” ჟერარდ მორენომ ზედიზედ მე-11 პენალტი გაიტანა.

ლა ლიგა – XVII ტური

მალიორკა – სელტა 0:0
ესპანიოლი – ლევანტე 4:3
ალავესი – ხეტაფე 1:1
ვალენსია – ელჩე 2:1
ბილბაო – სევილია 0:1
ვილიარეალი – რაიო ვალეკანო 2:0
ოსასუნა – ბარსელონა 2:2
ბეტისი – სოსიედადი 4:0
რეალი – ატლეტიკო 2:0

ორშაბათი, 13 დეკემბერი
კადისი – გრანადა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გახდება წლის ფეხბურთელი? Sport4me.ge-ს ვერსიით, სამი საუკეთესო ფეხბურთელი

ილია თოფურია: ევლოევმა წითელი ხაზები გადაკვეთა და მას პასუხს ოქტაგონზე გავცემ