in

ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან დერბის პრობლემები?..

1986 წლის შემდეგ, პირველად, „დერბი ქაუნთი“ ინგლისის რანგით მე-3 დივიზიონში იასპარეზებს. უეინ რუნის გუნდს მიმდინარე სეზონში ტრიბუნალმა ჯერ 12, შემდეგ 9 ქულა დააკლო და მიუხედავად თავგანწირული ბრძოლისა – 21 ქულას ვერძებმა ვერაფერი მოუხერხეს.

რა მოხდა რეალურად? – ჩემპიონშიფის გუნდებს აქვთ განსაზღვრული წესი. 3 წლის განმავლობაში კლუბის ზარალი 39 მილიონ გირვანქას არ უნდა აღემატებოდეს. კოვიდ რეალობაში საფეხბურთო ასოციაციამ ციფრები გაზარდა, რადგან ზარალი უზარმაზარი გახლდათ. „დერბი ქაუნთის“ კი ძველ საქმეზე ედავბიან, როცა ჯერ კიდევ მელ მორისი იყო კლუბის მფლობელი. 57 მილიონიანი ზარალი, სტადიონის იპოთეკა, აგენტებისათვის უკნანონო თანხების გადახდა, მოკლედ დერბის იმდენი რამ დაუგროვდა ვერავინ და ვერაფერი იხსნიდა. 2 წლიანი გამოძიების შედეგი მიმდინარე სეზონში გამომზეურდა, როცა მელ მორისს უკვე დატოვებული ჰქონდა გუნდი, თანაც კატასტროფულ ვითარებაში. კლუბის აქტივები ფინანსურ ბიურო „ქუანთუმას“ გადაეცა და მათვე დაევალათ, რომ კლუბი გაკოტრებისაგან ეხსნათ. ამას დაემატა უმკაცრესი სატრანსფერო სანქციები და უეინ რუნის, ლამის თავად მოუწია ბუცების ჩაცმა. მიუხედავად ყველაფრისა გუნდმა გმირულად იბრძოლა და 7 ქულა დააკლდა ადგილის შესანარჩუნებლად, თუმცა ახლა სულ სხვა პრობლემაა აქტუალური.

სეზონის მსვლელობისას არაერთგზის დაიწერა პოტენციურ ახალ მფლობელზე. ჯერ კიდევ ნოემბერში, ამერიკელ ბიზნესმენ კრის კირქნეს გულშემატკივარმა წვუელებაც კი გაუმართა, მაგრამ ეს ამბავი უცაბედად ჩაიფარცხა და დაიწყო ახალი მფლობელის ძიება. დაიწერა მაიკლ ეშლიზე, ნიუკასლის ყოფილ მესაკუთრეზე, არც აქედან გამოვიდა რაიმე. და ბოლოს, მაისში დერბიშირლაივმა სიამაყით დაწერა, რომ კრის კირქნერი მობრუნდა და ის იქნება ახალი მფლობელი. თითქოს ყველაფერი დასრულდა და დერბიშირელებმაც დაიწყეს ახალი სეზონისათვის მზადება. იქ რუნის საკითხია გადასაწყვეტი, კაპიტანი ტომ ლოურენსის მომავალიც ბუნდოვანია. მოკლედ, როგორც ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში. თუმცა…

დღეს დილით “BBჩ”-ს ჟურნალისტმა და დერბი ქაუნთის კომენტატორმა ედ დეივისმა თქვა, რომ გარიგება კოლაფსის პირასაა. ამჯერად მიზეზი კირქნერის მხრიდან არ გადმორიცხული თანხაა. „სერიოზული პრობლემაა გარიგების დასკვნით ნაწილში.
„ორი ღამეა არ გვძინებია. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რმო გარიგება უდიდესი ალბათობით ვერ შედგება. კირქნერმა აიღო ვალდებულება, რომ მაისის ხელფასებს ის დაფარავდა, თუმცა თანხა ბალანსზე არ არის. როდესაც ექსპერტებს ვესაუბრე ამისხნეს, რომ ამერიკიდან ინგლისში თანხის ჩარიცხვას რამდენიმე დღე სჭირდება, მაგრამ უკვე თვეზე მეტი გავიდა“.

მოკლედ, დერბიშირის ცის კაბადონზე გაჩენილმა იმედის ნიშანწყალმა კომეტასავით ჩაიქროლა. ახალი მფლობელის საკითხი აქტუალურია, დავალიანება დასაფარი, კლუბი 36 წლის შემდეგ პირველად, მესამე დივიზონში იასპარეზებს, მაგრამ ამისთვის ვის სცხელა?!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაქს კილმანი: ვულვზის მცველის გასაოცარი ისტორია – გზა სამოყვარულო ლიგიდან უდიდეს საფეხბურთო სცენამდე და უკრაინის ნაკრებში თამაშის დაკარგული შანსი

უკრაინაში აგვისტოდან ფეხბურთი დაბრუნდება