in ,

ვინ არის მაკრონი, რომელიც საქართველოს ჩააცმევს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს იტალიურ ბრენდ “მაკრონთან” 6-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამიერიდან “მაკრონი” ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იქნება და სწორედ ის იზრუნებს საქართველოს ნაკრები გუნდების ეკიპირებაზე.

საქართველოს ნაკრები 6 წელი მაკრონის მაისურებით ითამაშებს: ფედერაციას ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს

იტალიური სპორტული ტანსაცმელებისა და ფეხსაცმელების ბრენდი 1971 წელს ქალაქ ბოლონიაში დაარსდა (როგორც ამერიკული ბრენდების დისტრიბუტორი) და დღემდე აქტიურად ემსახურება სხვადასხვა სპორტულ კლუბებსა თუ ორგანიზაციებს.

2001 წელს გააფორმა პირველი სასპონსორო ხელშეკრულება საფეხბურთო კლუბ “ბოლონიასთან”, 2005 წელს კი ქვეყნის საზღვრებს გასცდა.

2014 წელს ინგლისურ “ბოლტონთან” გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კლუბის საშინაო არენას “მაკრონ სთედიუმი” ეწოდა, რომელიც 2018 წლამდე ერქვა.

2012 წლიდან, სხვადასხვა პერიოდში, კომპანია ისეთი კლუბების ტექნიკური სპონსორია, როგორებიცაა: “სტოკ სიტი”, “მიუნხენი 1860”, “ნაპოლი”, “ლაციო”, “ვერონა”, ლისაბონის “სპორტინგი”, “არგენტინოს ხუნიორსი”, “მონაკო”, “ნანტი”, “ასტონ ვილა”, “შეფილდი”, “ვესტ ჰემი”, “მალიორკა”, “ბეტისი“, “რეალ სოსიედადი” და უამრავი სხვა.

რაც შეეხება საფეხბურთო ფედერაციებს, “მაკრონი” თანამშრომლობს ალბანეთის, ანდორის, ბელარუსის, სომხეთის, ფარერების, კვიპროსის, ლუქსემბურგის, ლიხტენშტეინის, კომორის, მადაგასკარის, გუამის და სხვა ფედერაციებთან.

საფეხბურთო კლუბების გარდა, “მაკრონი” ეკიპირებას უკეთებს ბეისბოლის, კალათბურთის , ფრენბურთის, ფუტსალის, ხელბურთისა და რაგბის გუნდებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უზბეკეთში მიდის

საქართველოს მეტოქეს 4 ლიდერი გამოაკლდა