in ,

ვილი სანიოლი: ჩვენ არ გვყავს მესი და ნეიმარი – გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ

საქართველოს ნაკრები 2021 წლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 15 ნოემბერს კი, გორში ამხანაგურად უზბეკეთს გაეჯიბრება.

ვილი სანიოლი:

“პირველ რიგში მოგესალმებით და ყველას გილოცავთ კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებას. ჩვენ შეგვიძლია ბევრი გვარი დავასახელოთ – ქვილითაია, კაჭარავა, კვარაცხელია და ჩაკვეტაძე, მაგრამ ფეხბურთს მარტო სახელები რომ იგებდნენ, მაშინ მწვრთნელი საერთოდ არ იქნებოდა საჭირო. ქვილითაიამ მანამდეც გაიტანა, ვიდრე გუშინდელ შეხვედრაში, მაგრამ მხოლოდ გოლი არაა ფეხბურთი. მისგან მეტს ვითხოვ და მას ეს შეუძლია, ამიტომაც საქართველოს ნაკრების კარი მისთვის არასდროს არაა დახურული. სხვა გამოძახებული თავდასხმელები ამ ეტაპზე უკეთეს ფორმაში არიან და მარტო თავდამსხმელებს ხომ ვერ გამოვიძახებთ, რადგან ამ შემთხვევაში შემადგენლობის როტაციის საშუალება არ გვექნება.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ტოპ კლუბებში, რომ არ თამაშობენ, ამაზე არაერთხელ მისაუბრია და ისევ აღარ ღირს. მთავარია, ნაკრებში შევქმნათ ის ატმოსფერო, რომ ყველა თამაშში ჩანდეს ერთიანი სულისკვეთება, როგორც კოსოვოსთან გასვლით მატჩში და სამომავლოდ შევქმნათ ისეთი გუნდი, რომელსაც ამბიციები ექნება.

ძალიან გვწყდება გული იმ შედეგებზე, რომლებიც კოსოვოსთან და საბერძნეთთან ვაჩვენეთ. ალბათ, პრობლემა იყო, რომ მოლოდინი სხვაგვარი გვქონდა, მაგრამ ბოლო გასვლით შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. ჩვენ არ გვყავს მესი, ნეიმარი და ასეთი დონის ფეხბურთელები, მაგრამ გვაქვს გული და ერთიანი სულისკვეთება, რამაც ვფიქრობ სამომავლოდ უნდა განსაზღვროს ჩვენი გუნდის წარმატება. ასევე, აუცილებელია, რომ მწვრთნელებმა, ფეხბურთელებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა კარგად განვსაზღვროთ მეტოქე, რომ წინასწარ გადაჭარბებული მოლოდინი არ შევიქმნათ.

ნაკრების მატჩების წინ, განაცხადის შევსებისას ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. აგვისტოში გამოვიძახეთ ფანცულაია, მაგრამ იმ პერიოდში ტრავმიანობის მხრივ გვქონდა პრობლემები და გვჭირდებოდა შემცვლელი. ახლა, ეს პრობლემა არაა გუნდში და იგივე ფანცულაიას ადგილზე გვყავს უფრო კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები”.

საქართველო-შვედეთის მატჩი “აჭარაბეთ არენაზე” 11 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება და მას გულშემატკივარიც დაესწრება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიეგოსათვის: ნაპოლი მარადონას წლისთავზე დიეგოს გამოსახულებით ითამაშებს

ყველაზე დასამახსოვრებელი კოცნა ფეხბურთში