ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას გამართავს. “ჯვაროსნები” ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
დრეს, სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
“გიორგი მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა. ის 20 წლისაა და ჯერ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა “ვალენსიაში”. გიორგი ლორია ნაკრების პირველი მეკარეა და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ რამე შევცვალო. ლაზარე კუპატაძემ რუმინეთთან თავი კარგად წარმოაჩინა. ველოდები კუპატაძის, მამარდაშვილისა და მაკარიძის კარგ თამაშს.
რეგულაციების გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. კოსოვოსთან თამაში უმნიშვნელოვანესია და გვსურს, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ. ესპანეთთან თამაშზე საუბარი კი ჯერ ადრეა.
იმედი გვქონდა, რომ ხვიჩა ამ მატჩებში ითამაშებდა. იგი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და ველოდებით, რომ ოქტომბრისთვის მზად იქნება. ხვიჩას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. “რუბინის” განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, ისინი რას დაწერენ, ეს მათი საქმეა.
სიტუაცია ყოველთვის იდეალური არაა. ბევრი მოთამაშე ერთდროულად ვერ შემოუერთდა ნაკრებს. ყაზაიშვილი გუშინ ჩამოვიდა, კაშია, ხოჭოლავა და კიტეიშვილი მზად არიან, გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. ყაზაიშვილი მე მარტშიც და ივნისშიც გამოვიძახე, მაგრამ ვაკო მაშინ სამხრეთკორეული რეგულაციების გამო ვერ შემოგვიერთდა. იმედია, რომ მთამაშეთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა სისტემატიურად ექნებათ. ჩვენ გიორბელიძე და აბურჯანია მაინც გამოვიძახეთ. ვაკო გვილია და ნიკა კაჭარავა ნაკრებში უთამაშებლობის გამო არ გამოვიძახეთ..” -თქვა სანიოლმა
GIPHY App Key not set. Please check settings