გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გუნდს სტუმრად, “სარაგოსას” დამარცხებაში დაეხმარა. კუნძულელებმა შერმადინის ლიდერობით სარაგოსელები 77:62 დაამარცხეს.
შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 26 წუთი, 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი. გიორგიმ 9 ცდიდან 8 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან კი 6-დან ყველა მიზანში გაარტყა. მარგი ქმედების კოეფიციენტიც (+36) ყველაზე მეტი დაუგროვდა და ცხადია, სწორედ ის აღიარეს მატჩის საუკეთესო კალათბურთელად, ხოლო მოგვიანებით, როცა 24-ე ყველა მატჩი დასრულდა, ის ტურის საუკეთესოდაც დასახელდა.
შერმადინმა ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიმდინარე სეზონში მეორედ მოიგო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings