ესპანეთში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და ლიდერმა გიორგი შერმადინმა. “ტენერიფემ” “ობრადიორო” 97:71 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და თავის გუნდს 19 ქულით და 5 მოხსნით დაეხმარა. “შერმინატორმა” თამაშიდან 10-დან 6-ჯერ შეუტია წარმატებით. საჯარიმოები კი, 100%-იანი სიზუსტით ისროლა. მატჩის საუკეთესო “ტენერიფეს” კალათბურთელი მარსელინიო უერტასი იყო, რომელმაც 22 ქულას და 6 პასს მოუყარა თავი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings