გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური მატჩი ჩაატარა. მისმა „ტენერიფემ“ კი შინ „რიო ბრეოგანი“ დაამარცხა დიდი სხვაობით – 85:67.
ქართველი ცენტრი ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო, მან 23 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 ერთქულიანი გამოიყენა. სარგებლიანობის კოეფიციენტიც გუნდში ყველაზე მაღალი ჰქონდა (27).
აღსანიშნავია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტების დაჯამებით შერმადინმა ამ შეხვედრაში 5-ათასიან ნიშნულს მიაღწია.
„ტენერიფეს“ 28 ტურის შემდეგ 20 გამარჯვება აქვს და მე-4 ადგილზეა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings