in

ვიდეო: შენგელიას 8 ქულა და პარიზული ბრძოლა

სანაკრებო მატჩების შემდეგ თორნიკე შენგელიამ თავის კლუბში პირველი მატჩი გამართა. ბოლონიის ვირტუსი ევროლიგის მორიგ ტურში პარიზში შეხვდა ამავე სახელწოდების გუნდს და ბრძოლაში – 78:81 წააგო.

მასპინძლებმა მესამე მეოთხედიც მოიგეს და ბოლო პერიოდს 8 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. ვირტუსმა ბოლო პერიოდში 17:12 გაიმარჯვა, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

უმძიმესი გრაფიკის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 21:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ვირტუსს ვილ კლაიბერნმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.

ვირტუსს 12 მატჩში 2 მოგება და 10 მარცხი დაუგროვდა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი მე-13 ტურში ბერლინის ალბას უმასპინძლებს, ხოლო მე-14 ტურში ვირტუსის მეტოქე ცრვენა ზვეზდა იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Semaglutide Tablet: Behandeling voor Gewichtsverlies en Diabetes

მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზე დუბლი შეასრულა: მეორე ლამაზად გაიტანა – ჟორჟი საუკეთესო გახდა